
ლა-მანშის სრუტის გადაცურვისას 30-მდე მიგრანტი დაიღუპა
25/11/2021 07:52:11 მსოფლიო
ლა-მანშის სრუტის გადაცურვისას 30-მდე მიგრანტი დაიღუპა. ისინი გასაბერი ნავით საფრანგეთიდან დიდ ბრიტანეთში მოხვედრას ცდილობდნენ.
საფრანგეთის შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ 27 ადამიანი დაღუპულია, მათ შორის 5 ქალი და ერთი ახალგაზრდა გოგო, 2 ადამიანის გადარჩენა მოხერხდა, ერთი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება.
საფრანგეთის პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით 4 ეჭვმიტანილი დააკავა.
ბრიტანული საინფორმაციო სააგენტო PA Media-ს მიერ შედგენილი მონაცემების თანახმად, წელს 25 700-ზე მეტმა ადამიანმა გადაკვეთა ინგლისის არხი გაერთიანებულ სამეფოში მოსახვედრად მცირე ზომის ნავებით, ეს სამჯერ მეტია, ვიდრე 2020 წლის მონაცემი.
ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა და საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა საკითხზე უკვე ისაუბრეს და განაცხადეს, რომ პრობლემის მოსაგვარებლად მჭიდრო პარტნიორობა აუცილებელია.