Accentnews.ge
უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: „კლანის“ ტერმინი გაჩნდა, მაგრამ საფუძველი იმისა, რომ ეს ობიექტურად ასეა, მე ჯერ ვერცერთ განცხადებაში დავინახე"

უზენაესის მოსამართლეობის კანდიდატი: „კლანის“ ტერმინი გაჩნდა, მაგრამ საფუძველი იმისა, რომ ეს ობიექტურად ასეა, მე ჯერ ვერცერთ განცხადებაში დავინახე"

25/11/2021 07:58:20 სამართალი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის, გენადი მაკარიძის განცხადებით, ფაქტი, რომელიც ვინმეს სასამართლო სისტემაში „კლანის“ არსებობაზე აფიქრებინებს, ჯერ არ გამოქვეყნებულა.

ამის შესახებ მაკარიძემ პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

“მუდმივად ისმის გავლენიანი ჯგუფის არსებობა მხოლოდ განმარტებებით. ვერც ფაქტზე მითითება, ვერც პიროვნებებზე მითითება, სახელების გარდა რაში გამოიხატება, ვერ ვნახე. „კლანის“ ტერმინიც გაჩნდა, მაგრამ საფუძველი ამისა, რაც ვინმეს აფიქრებინებდა, რომ ეს ობიექტურად ასეა, მე ჯერ ვერცერთ განცხადებაში ვერ დავინახე. გარდა სახელებისა, რაში გამოიხატება ეს ყველაფერი, ხომ უნდა ითქვას?!“ - განაცხადა მაკარიძემ.

არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების ნაწილის განცხადებით, სასამართლო სისტემაში არსებობს „მოსამართლეთა კლანი“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S