დოკუმენტში, რომელიც საფუძვლად დაედო გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირებას, საქართველოს საკითხიც მოხვდა

25-11-2021 13:22:22 ევროპა

დოკუმენტში, რომელიც საფუძვლად დაედო გერმანიის ახალი კოალიციური მთავრობის ფორმირებას, საქართველოს საკითხიც მოხვდა.

ვრცელ პოლიტიკურ დოკუმენტში საუბარია კოალიციის შიგნით შეთანხმებულ საკითხებზე, მომავალი მთავრობის ხედვასა და პროგრამაზე.

„ჩვენ ვიმუშავებთ ევროკავშირთან და მის წევრ ქვეყნებთან აღმოსავლეთ პარტნიორობის შემდგომი განითარებისთვის.

ისეთ ქვეყნებს, როგორიცაა უკრაინა, მოლდოვა და საქართველო, რომლებიც ისწრაფვიან ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, კანონის უზენაესობასა და საბაზრო ეკონომიკაზე დაფუძნებული რეფორმების გზით, უნდა ჰქონდეთ დაახლოების შესაძლებლობა.

ჩვენ მკაცრ რეაგირებას მოვახდენთ დემოკრატიის რყევებზე და ამ კუთხით რადიკალურ ცვლილებებზე. ჩვენ დემოკრატიული მოძრაობების საიმედო პარტნიორები ვიქნებით “, – ვკითხულობთ კოალიციის დოკუმენტში.

შეგახსენებთ, რომ გერმანიის ახალი მთავრობის ფორმირება დასრულდა: „სოციალ-დემოკრატებმა“, „თავისუფალმა დემოკრატებმა“ და „მწვანეებმა“ კოალიციურ შეთანხმებას მიაღწიეს. კანცლერის პოზიცაზე ანგელა მერკელს „სოციალ-დემოკრატი“ ოლაფ შოლცი ცვლის, ხოლო სამინისტროებს კოალიციაში შემავალი სამი პარტია გადაინაწილებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები