Accentnews.ge
აფეთქება ციმბირში, ათობით მაღაროელი მიწის ქვეშ რჩება

აფეთქება ციმბირში, ათობით მაღაროელი მიწის ქვეშ რჩება

25/11/2021 10:31:13 მსოფლიო

ციმბირის კემეროვოს ოლქში, ქვანახშირის მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, ექვსი ადამიანი დაიღუპა, 43 დაშავდა, ხოლო 49 მაღაროელი ამ დროისთვის მიწის ქვეშ რჩება.

კემეროვოს რეგიონის გუბერნატორის სერგეი ცივილევის განცხადებით, მაღაროში დარჩენილებთან კომუნიკაციის დამყარება ვერ ხერხდება.

როგორც მედია წერს, ვერც მაშველები ჩადიან მაღაროელებამდე მძიმე გამონაბოლქვის გამო.

ლისტიაჟნაიას მაღაროდან 236-მდე ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. ექიმების ცნობით, ხუთი პირის მდგომარეობა კრიტიკულია.

აფეთქებას წინ უძღოდა ხანძარი, რა დროსაც მაღაროში სულ მცირე, 287 ადამიანი იმყოფებოდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S