
საფრანგეთში ე.წ. ბუსტერ დოზით აუცრელი მოქალაქეების ნაწილი "მწვანე პასპორტით" ვეღარ ისარგებლებს
25/11/2021 12:30:24 მსოფლიო
საფრანგეთში ე.წ. ბუსტერ დოზით აუცრელი მოქალაქეების ნაწილი "მწვანე პასპორტით" ვეღარ ისარგებლებს.
ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებით, 15 დეკემბრიდან 65 წელიწადს გადაცილებული ადამიანებისთვის "მწვანე პასპორტი" ძალაში აღარ იქნება იმ შემთხვევაში, თუ მათ ე.წ. ბუსტერ დოზა არ ექნებათ გაკეთებული. 15 იანვრიდან აღნიშნული ცვლილება გავრცელდება ყველა ზრდასრულ მოქალაქეზე.
როგორც ჯანდაცვის უწყებაში აცხადებენ, ქვეყნის მასშტაბით საავადმყოფოები და ინტენსიური თერაპიის განყოფილებები გადავსებულია არავაქცინირებული მოქალაქეებით.
ამასთან, ხვალიდან ქვეყანაში დახურულ სივრცეებსა და ღია საშობაო ბაზრობებზე, სადაც ხალხმრავლობაა, პირბადეების ტარება სავალდებულო იქნება.
ბოლო 24 სათის განმავლობაში ქვეყანაში კოვიდ–ინფიცირების 30 000 ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა.