პაატა ბაირახტარი: "აღმოჩნდა, რომ საპენსიო საკითხების მოწესრიგების რეალური გეგმა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს, ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ"

25-11-2021 17:00:01 პოლიტიკა

ეკონომისტ პაატა ბაირახტარის განცხადებით, რაც დრო გადის, მით უფრო ცხადი ხდება, რომ საპენსიო საკითხების მოწესრიგების რეალური გეგმა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს და ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ.

„მიმაჩნია, რომ ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, ერთხელ და სამუდამოდ, უნდა დასრულდეს მოკლევადიანი პოლიტიკური ქულების დაწერაზე ორიენტირებული აქტივობები. მით უფრო, როცა საქმე ეხება ასობით ათასი პენსიონერის მომსახურების შესაძლო გაუმჯობესების პროცესს. პენსიების დარიგებაში ბევრი ბანკის მონაწილეობის დაშვებას და ამით ე.წ. საპენსიო სესხის სარგებლის, მათ შორის, 20 პროცენტამდე დაწევის შესაძლებლობებზე აჟიტირებული საუბარი რომ მხოლოდ პოლიტიკური კეკლუცობა იყო, ამას მოწმობს არჩევნების შემდგომი სურათიც, როცა მანამდე საკითხთან დაკავშირებით გამალებული აქტიურობით გამორჩეული რამდენიმე პოლიტიკური ძალიდან ერთსაც კი აღარ გაუკეთებია უმნიშვნელო განცხადებაც კი. სამწუხაროდ, ფაქტია, როგორც აღმოჩნდა, საპენსიო საკითხის მოწესრიგების რეალური გეგმა არც ერთ პოლიტიკურ ძალას არ აქვს - ისინი მხოლოდ წინასაარჩევნოდ აქტიურობდნენ“, - განაცხადა პაატა ბაირახტარმა მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ ეთერში.

მისი თქმით, საკითხის ირგვლივ გამჭვირვალეობა აუცილებელია:

"საქმე ეხება 800 000 -მდე პენსიონერის ბედს. მათი ბედი დამოკიდებული იქნება იმ სატენდერო კომისიის გადაწყვეტილებებზე, რომელიც მუშაობს და შედეგად საპენსიო და სხვა სოციალური გასაცემლების საბანკო სერვისის უზრუნველსაყოფად ტენდერი განახლებული პირობებით უნდა გამოაცხადოს. მიმაჩნია, რომ აუცილებელია ამ კუთხით პროცესები გამჭვირვალობის უმაღლესი სტანდარტით უნდა წარიმართოს, რათა ჩვენი მოსახლეობა არ გახდეს ვინმეს, პოლიტიკური ინტერესებს მსხვერპლი“, - ამის შესახებ

ახალი ამბები

სხვა სიახლეები