![ოკუპანტები მავთულხლართებს ამჯერად ღამღამობით ავლებენ [ვიდეო]](https://accentnews.ge/storage/files/260771982_4944917722199598_3481788261533103536_n.jpg)
ოკუპანტები მავთულხლართებს ამჯერად ღამღამობით ავლებენ [ვიდეო]
25/11/2021 13:21:19 კონფლიქტები
სოფელ ხურვალეთში ოკუპანტები მავთულხლართებს ღამით აბამენ,– იუწყება ანტისაოკუპაციო მოძრაობის ერთ–ერთი ლიდერი დავით ქაცარავა.
მოძრაობამ აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია თავდაპირველად ადგილობრივებისგან მიიღო, შემდეგ წევრებმა მდგომარეობა ადგილზე გადაამოწმეს და ფოტო–ვიდეო მასალაც გადაიღეს.
ირკვევა, რომ მიწის ნაკვეთი, სადაც ადრე ხნულები იყო გავლებული და ახლა ღობეებს ამონტაჟებენ, დათა ვანიშვილის სახლის სიახლოვესაა. ოკუპანტებს ადგილზე ღამით პროჟექტორები მიაქვთ და ამ პირობებში მუშაობენ.