Accentnews.ge
ეუთო: „დონბასში, შეხების ხაზზე ჩიხური მდგომარეობაა“

ეუთო: „დონბასში, შეხების ხაზზე ჩიხური მდგომარეობაა“

25/11/2021 13:43:18 მსოფლიო

ეუთო-ს ინფორმაციით, უკრაინის დონბასის ზონაში, შეხების ხაზზე უსაფრთხოების თვალსაზრისით ჩიხური მდგომარეობაა.

უკრაინის საკითხში ეუთო-ს სპეციალური წარმომადგენელი მიკო კინინენი სპეციალურ სადამკვირვებლო მისიაზე დაყრდნობით იუწყება, რომ საკონტაქტო ხაზის ორივე მხარეს სახლები და ინფრასტრუქტურა დაზიანებულია მძიმე შეიარაღების გამოყენების შედეგად.

ეუთო-ში აცხადებენ, რომ საშუალოდ, დღე-ღამეში ცეცხლის შეწყვეტის დარღვევის შემთხვევები უფრო მაღალია, ვიდრე 2020 წლის ივლისში – ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმის გამკაცრების ძალაში შესვლამდე იყო.

„უსაფრთხოების გარანტიების მიწოდებასთან დაკავშირებით არსებული ჩიხური მდგომარეობა მთავარი გამოწვევა გახდა საკონტაქტო ხაზის გასწვრივ აქტივობებისთვის და ართულებს მშვიდობიანი მოსახლეობის ცხოვრებას და სპეციალური სადამკვირვებლო მისიის საქმიანობას“, – განაცხადა მიკო კინინენმა.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S