Accentnews.ge
ბათუმის საკრებულოში ვითარება დაიძაბა

ბათუმის საკრებულოში ვითარება დაიძაბა

25/11/2021 13:49:48 პოლიტიკა

ბათუმის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ხმაურია. წინა მოწვევის საკრებულო ცდილობს, დაამტკიცოს 2022 წლის ბიუჯეტი და საკითხი 26 ნოემბრის სხდომაზე დააყენოს, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან პროტესტი მოჰყვა.

2017 წელს არჩეულ საკრებულოში უმრავლესობაში "ქართული ოცნებაა", ეს მოცემულობა ახლა შეცვლილია: ახლად არჩეულ საკრებულოში ძალთა ბალანსია.

ოპოზიციის წევრები, რომლებიც საკითხის ამოღებას ითხოვენ, აცხადებენ, რომ ბიუჯეტი ახალმა საკრებულომ უნდა დაამტკიცოს.

"ეს კაცი აღარ იქნება მომავალი წლის საკრებულოში. როგორ უნდა მისცეს ახალი წლის ბიუჯეტს ხმა", - იკითხა ენმ–ის წევრმა მირდატ ქარუმაძემ.

ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. მათ ოპოზიციის წარმომადგენელა ნაწილი შენობიდან ძალის გამოყენებით გაიყვანეს.

ცნობისთვის ბიუჯეტის დამტკიცების სიჩქარე შეინიშნება სხვა საკრებულოებშიც, სადაც რიგგარეშე არჩევნების შედეგებით ძალთა ბალანსი შეიცვალა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S