სტოლტენბერგი: "ნატო აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ეხმარება კიევს, დაიცვას თავი აგრესიისგან"

25-11-2021 18:56:40 მსოფლიო

ნატო-ს გენერალური მდივანის იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი აგრძელებს უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას, რაც ეხმარება კიევს, დაიცვას თავი აგრესიისგან. ამის შესახებ მან პოლონეთის პრეზიდენტ ანჯეი დუდასტან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„მოსკოვის აგრესიულ რიტორიკასთან და დეზინფორმაციასთან ერთად ჩვენ ვხედავთ რუსული ძალების დიდ და უჩვეულო კონცენტრაციას უკრაინის საზღვრებთან. მოვუწოდებთ რუსეთს იყოს გამჭვირვალე, შეამციროს დაძაბულობა და დეესკალაცია. ნატო ფხიზლად რჩება და ჩვენ ვაგრძელებთ უკრაინის პოლიტიკურ და პრაქტიკულ მხარდაჭერას. ეს არ წარმოადგენს საფრთხეს რუსეთისთვის და ის ეხმარება უკრაინას დაიცვას თავი აგრესიისგან“, – განაცხადა სტოლტენბერგმა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები