
"რუსეთის ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მაღალი ფასი ექნება"
25/11/2021 15:06:25 პოლიტიკა
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიას ევროკავშირის სანქციები უნდა მოჰყვეს, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პოლონეთის პრემიერ-მინისტრ მატეუშ მორავეცკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
"ევროკავშირი მზად უნდა იყოს, რუსეთის წინააღმდეგ მეტი სანქციების დაწესებისთვის, თუ ვითარება გამწვავდება აღმოსავლეთ უკრაინაში და მის გარშემო ან ბელარუს-პოლონეთის საზღვარზე. ნებისმიერ შემდგომ აგრესიას უკრაინის სუვერენიტეტის წინააღმდეგ მაღალი ფასი ექნება“, – განაცხადა მერკლემა.