Accentnews.ge
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დიპლომატების კრიტიკაზე მოსამართლეთა განცხადებას ეთანხმება

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი დიპლომატების კრიტიკაზე მოსამართლეთა განცხადებას ეთანხმება

25/11/2021 15:20:52 სამართალი

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატი თამარ ოქროპირიძე აცხადებს, რომ ეთანხმება მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადებას, რომელშიც იუსტიციის საბჭოს წევრების არჩევაზე დიპლომატების კრიტიკას "შეურაცხმყოფელს" უწოდებდნენ. როგორც ოქროპირიძემ განმარტა, იგი თვითონაც ადმინისტრაციული კომიტეტის წევრია.

"მინდა, ცალსახად დავაფიქსირო პოზიცია, რომ ევროსაბჭოს, ევროკავშირის თუ ამერიკის შეერთებული შტატების დამსახურება და მათი ჩართულობა სასამართლოს რეფორმირების პროცესში არის ცალსახად მნიშვნელოვანი. ადმინისტრაციული კომიტეტის განცხადების მიზანი არ ყოფილა ამ ღირებულებების უარყოფა. ჩვენი მიზანი იყო ის, რომ მიგვეწოდებინა რეალურად ობიექტური ინფორმაცია, თუ რატომ ჩატარდა კონფერენცია და რომ კონფერენცია კანონის სრული მოთხოვნათა დაცვით ჩატარდა", - განაცხადა ოქროპირიძემ.

მისი თქმით, მიუღებელია განცხადება იმის შესახებ, რომ ზოგიერთი მოსამართლე სასამართლო სისტემას ძირს უთხრის და ასეთ განცხადებას გარკვეული მტკიცებულებები უნდა ახლდეს.

4 ნოემბერს საქართველოს მოსამართლეთა კონფერენციის ადმინისტრაციულმა კომიტეტმა გაავრცელა განცხადება, რომელშიც იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ორი ახალი წევრის არჩევის გამო ევროკავშირისა და აშშ-ის საელჩოების კრიტიკას "გადაჭარბებულს" უწოდებს და საელჩოებს "ვენის კონვენციის პატივისცემისკენ" მიუთითებს.

მოგვიანებით, 16 მოსამართლე აღნიშნულ განცხადებას გაემიჯნა, მათ შორის იყო უზენაესი სასამართლოს ორი მოსამართლე - ნინო ბაკაკური და ეკატერინე გასიტაშვილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S