"ლიბერთის" მხარდაჭერით ქუთაისში 60+ კლუბის წევრებთან შეხვედრა გაიმართა

25-11-2021 20:27:27 ეკონომიკა ,რეკლამა

"ლიბერთის" მხარდაჭერით და გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ორგანიზებით „60+ კლუბი ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ წევრებთან აქტუალურ საკითხებზე შეხვედრები გრძელდება.

"ლიბერთის" ცნობით, ქუთაისის 60+ კლუბის წარმომადგენლებისთვის, ლიბერთის მიერ მოწყობილ ახალ სამზარეულო სივრცეში, კულინარიული მასტერკლასი ჩაატარა ცნობილმა შეფმა და რესტორატორმა ქეთი ბაქრაძემ. 60+ კლუბის წევრებს, კოვიდ-19 პანდემიის დამარცხების პროცესში ვაქცინაციის მნიშვნელობაზე ესაუბრა ალერგიისა და იმუნოლოგიის ცენტრის წარმომადგენელმა მაია რუხაძე. შეხვედრას შეუერთდნენ გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში საბინე მახლი, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დიერქტორის მოადგილე პაატა იმნაძე და UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე.

უფროსი თაობის საჭიროებებისა და ინტერესების გათვალისწინებით ლიბერთი არაერთ პროექტს ახორციელებს. მათ შორის არის გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივა „60+ კლუბები“ , რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

„60+ კლუბი" ჯანსაღი და აქტიური ცხოვრებისთვის“ არის მუნიციპალური სერვისი, წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი ასაკის ადამინებისთვის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთის სტრატეგიისა და ღირებულებების ნაწილია სოციალური პასუხისმგებლობა, ადამიანებზე ზრუნვა, მათთან მარტივი ურთიერთობა და ყველასთვის ხელმისაწვდომობა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები