მეცნიერები Covid–19–ის ახალ შტამზე იუწყებიან, რომელიც 32 მუტაციას შეიცავს

25-11-2021 22:38:38 მსოფლიო

მეცნიერები Covid–19–ის ახალ შტამზე (B.1.1.529 ) იუწყებიან, რომელიც 32 მუტაციას შეიცავს. მკვლევარები შიშობენ, რომ მუტაციების სიჭარბე შესაძლოა, დაეხმაროს ვირუსს, მარტივად გადალახოს სხეულის თავდაცვითი მექანიზმები.

The Guardian–ის ცნობით, ახალი შტამი თავდაპირველად ბოტსვანაში დააფიქსირეს.

ამ დროისთვის B.1.1.529 –ის 3 შემთხვევაა გამოვლენილი ბოტსვანაში, 6 – სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ხოლო 1 – ჰონგ-კონგში.

სპეციალისტების ნაწილი სამხრეთ აფრიკაში, გაუტენგის პროვინციაში კოვიდ–ინფიცირების შემთხვევების ზრდას B.1.1.529ს უკავშირებს. როგორც გამოცემა იუწყება, აღნიშნულ პროვინციაში გამოვლინდა ახალი შტამი შემთხვევები.

მეცნიერების თქმით, რამდენად გადამდები შეიძლება, იყოს ახალი შტამი და რამდენად ეფექტური იქნება უკვე არსებული კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინების მის წინააღმდეგ ჯერ–ჯერობით უცნობია.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა მოიწვია.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები