Accentnews.ge
დე ფაქტო ოსური უშიშროება საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და ოკუპირებული რეგიონიდან მის გამოძევებაზე იუწყება

დე ფაქტო ოსური უშიშროება საქართველოს მოქალაქის დაკავებასა და ოკუპირებული რეგიონიდან მის გამოძევებაზე იუწყება

25/11/2021 19:47:09 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ საქართველოს მოქალაქე ბექა კურტანიძე დე ფაქტო საზღვრის დარღვევის ბრალდებით დააკავეს.

"ბექა კურტანიძემ მიმდინარე წლის 21 სექტემბერს განზრახ გადაკვეთა სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვარი საქართველოდან, ზნაურის რაიონში და უკანონოდ იმყოფებოდა ნათესავებთან რესპუბლიკის დედაქალაქში. ზნაურის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მოქალაქეს ადმინისტრაციული ჯარიმა დაეკისრა და იგი გაძევებულია სამხრეთ ოსეთიდან", – ნათქვამია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

მისი ცნობით, ოსურმა მხარემ ბექა კურტანიძე ქართულ მხარეს ერგნეთის საგუშაგოზე დღეს საღამოს გადასცა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S