Accentnews.ge
დეპუტატი შს მინისტრს კანონდარღვევაში ადანაშაულებს: "აუხსნას საზოგადოებას, რატომ დაარღვია კანონი?!”

დეპუტატი შს მინისტრს კანონდარღვევაში ადანაშაულებს: "აუხსნას საზოგადოებას, რატომ დაარღვია კანონი?!”

16/08/2019 07:23:31 სხვა, პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა, სამართალი

დეპუტატი ლევან კობერიძე შს მინისტრ გიორგი გახარიას კანონდარღვევაში ადანაშაულებს. როგორც დეპუტატი განმარტავს, მან შს მინისტრს ჯერ კიდევ ორი თვის წინ მიმართა "სადეპუტატო შეკითხვით", თუმცა პასუხი ამ დრომდე არ მიუღია. საქმე კამპანიას "მეტი სიცოცხლისთვის" ეხება.    


“ორი თვის წინ შსს მინისტრს გახარიას სადეპუტატო შეკითხვა გავუგზავნე იმ აქტივობაზე, ამოტრიალებული მანქანებით რომ გაავსეს მთელი ქალაქი - კამპანია "მეტი სიცოცხლისთვის": რა იყო ამ კამპანიის მიზანი, რა დაუჯდა ეს ბიუჯეტს და რა შედეგები დადგა? ჩემი აზრით, ეს იყო ბიუჯეტის უყაირათო ხარჯვის ერთერთი მკაფიო მაგალითი და როგორც ჩანს, ამაზე შსს მინისტრს პასუხი არ აქვს. კანონის ძალით და ნებისმიერ მინისტრს და საჯარო უწყებას ევალება, რომ კონკრეტულ ვადაში უპასუხოს პარლამენტარის სადეპუტატო შეკითხვას, გახარიამ უგულებელყო და დაარღვია კანონი. აუხსნას ახლა გახარიამ საზოგადოებას, რატომ დაარღვია კანონი?!”,- აცხადებს ლევან კობერიძე.


ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S