14 წლის ნინის გარდაცვალების საქმეზე ორი მუხლით ბრალდებული ნაწილობრივ გაამართლეს

26-11-2021 10:33:03 სამართალი

ბათუმის საქალაქო სასამართლომ 14 წლის გოგოს გარდაცვალების საქმეზე ბრალდებულ 24 წლის კაცს 7 წლით და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა. მას პროკურატურა ბრალს სდებს არასრულწლოვანთან სექსუალურ კავშირსა და თვითმკვლელობამდე მიყვანაში. მოსამართლემ ბრალდებული თვითმკვლელობამდე მიყვანის ნაწილში გაამართლა და დამნაშავედ სცნო მხოლოდ არასრუწლოვანთან სექსუალური კავშირის გამო.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ ახალგაზრდა კაცს არც ეს დანაშაული ჩაუდენია და საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. საპირისპროს ამტკიცებს გარდაცვლილი გოგოს დედა, რომელიც აცხადებს, რომ ბათუმის სასამართლომ გამოიტანა მსუბუქი სასჯელი, რომელსაც გაასჩივრებენ.

14 წლის ნინის ცხედარი ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქაქუთში, საკუთარი სახლის ეზოში 2021 წლის თებერვალში ნახეს. გამოძიების თანახმად, მოზარდის თვითმკვლელობას წინ უძღოდა სექსუალური კავშირი ახალგაზრდა კაცთან და ამ ფაქტის გახმაურების შემდეგ გოგონას მიმართ ბაბუის მუქარა და ძალადობა.

2021 წლის აგვისტოში ქობულეთის სასამართლომ ბაბუა დამნაშავედ სცნო მხოლოდ ძალადობაში და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები