რუსეთი იმედოვნებს, რომ «3+3» ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრის გამართვა "ახლო პერსპექტივაა"
26/11/2021 11:46:10 პოლიტიკა
რუსეთი იმედოვნებს, რომ რეგიონული თანამშრომლობის «3+3» (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, თურქეთი, ირანი) ფორმატის ფარგლებში პირველი შეხვედრის გამართვა "ახლო პერსპექტივაა". ამის შესახებ ქვეყნის სარაგეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ანდრეი რუდენკომ განაცხადა.
«ჯერ-ჯერობით ეს საკითხები მუშავდება, უნდა მივიღოთ ყველა მონაწილის თანხმობა და როცა ის მიღწეული იქნება, გამოვაცხადებთ შეხვედრის თარიღს. ვიმედოვნებთ, რომ ეს შორი პერსპექტივის საკითხი არაა" - განაცხადა რუდენკომ.


