ალიევი და ფაშინიანი პუტინთან შესახვედრად სოჭში ჩავიდნენ

26-11-2021 17:51:51 კავკასია

26 ნოემბერს რუსეთის საკურორტო ქალაქ სოჭში გაიმართება სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერების, პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანისა და პრეზიდენტ ალიევის შეხვედრა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან.

წელს ეს არის ალიევისა და ფაშინიანის რიგით მეორე პირისპირ შეხვედრა. მანამდე აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები პუტინის მონაწილეობით ერთმანეთს პირველად მიმდინარე წლის 11 იანვარს შეხვდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალეივი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 15 დეკემბერს, ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, შეხვდებიან ერთმანეთს.

შეგახსენებთ, რომ ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდი ემდეგ დაძაბულობამ სომხეთ–აზერბაჯანის საზღარზე გადაინაცვლა. პერიოდულად ხდება ინციდენტები, რაშიც მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ.

2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში წარმოებული ომს მთიანი ყარაბაღის გარშემო სულ მცირე 6500 ადამიანი შეეწირა. კონფლიქტი დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რომელმაც ბაქოს კონტროლი გადასცა მთიანი ყარაბაღის ნაწილებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც სომხებს ჰქონდათ დაკავებული. სამშვიდობო შეთანხმების პირობებით, არეალში განათავსეს 2000-მდე რუსი სამხედრო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები