კორონავირუსის ახალი შტამი ევროპაშიც დაფიქსირდა

26-11-2021 18:20:16 ევროპა

ევროპაში კორონავირუსის ახალი – სამხრეთ აფრიკული ვარიანტით (B.1.1.529) ინფიცირების პირველი შემთხვევა დაფიქსირდა.

ინფიცირებული ახალგაზრდა ქალია. მას B.1.1.529 ბელგიაში გამოუვლინდა.

როგორც The Guardian წერს, კორონავირუსის ხსენებული საშიში ვარიანტით ინფიცირებული ქალი აუცრელია დ მას თურქეთიდან ეგვიპტეში მოგზაურობის ისტორია აქვს. ქალს მოგზაურობიდან 11 დღეში გრიპის მსგავსი სიმპტომები განუვითარდა.

ინფიცირებულს სამხრეთ აფრიკასთან ან სამხრეთ აფრიკის ნებისმიერ ქვეყანასთან კავშირზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა ისრაელშიც.

მეცნიერები შიშობენ, რომ ახალი ვარინტი შესაძლოა, უფრო მეტად გადამდბი იყოს და კოვიდ–საწინააღმდეგო ვაქცინებმა მის წინააღმდეგ ეფექტურად აღარ იმუშაონ.

კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ 26 ნოემბერს საგანგებო სხდომა მოიწვია.

მანამდე კი ისრაელი, იტალია, გერმანია, ბრიტანეთი და ჩეხეთი კორონავირუსის ახალი შტამის გამო შვიდ ქვეყანასთან მიმოსვლას ზღუდავენ. კერძოდ, ხსენებულმა ქვეყნებმა თანამოქალაქეებს სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, ლესოტოში, ბოტსვანაში, ზიმბაბვეში, მოზამბიკში, ნამიბიასა და ესვატინში შესვლა აუკრძალეს. ამასთან, უცხო ქვეყნების მოქალაქეებისთვის სამხრეთ აფრიკის რეგიონის ამ ქვეყნებიდან ისრაელში, იტალიაში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ჩეხეთში შესვლა აიკრძალა.

სამხრეთ აფრიკის რეგიონის ხსენებული ქვეყნებიდან ისრაელში, იტალიაში, გერმანიაში, ბრიტანეთსა და ჩეხეთში დაბრუნებულ თანამოქალაქეებს 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები