Accentnews.ge
თბილისი სოხუმს დეზინფორმაციის გავრცელებასა და მიზანმიმართულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ადანაშაულებს

თბილისი სოხუმს დეზინფორმაციის გავრცელებასა და მიზანმიმართულ პროპაგანდისტულ კამპანიაში ადანაშაულებს

26/11/2021 14:42:31 კონფლიქტები

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტი დუბაიში, სავაჭრო პალატების XII მსოფლიო კონგრესზე სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატის ხელმძღვანელის დასწრებას ეხმიანება და აცხადებს, რომ სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლების ინფორმაცია, თითქოს აფხაზური დელეგაცია კონგრესში დამოუკიდებელი ქვეყნის სტატუსით მონაწილეობდა, დეზინფორმაცია და მიზანმიმართული პროპაგანდისტული კამპანიაა.

“დუბაიში გამართული მსოფლიო კონგრესის მონაწილე ოფიციალურ დელეგაციებს შორის დარეგისტრირებული არ ყოფილა აფხაზეთის რეგიონი ან სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის ე.წ. სავაჭრო-სამრეწველო პალატა. კონგრესის ფარგლებში ადგილი არ ჰქონია ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ე.წ. დამოუკიდებელ სახელმწიფოდ წარმოჩენის პროვოკაციულ მცდელობებს, - იქნებოდა ეს ე.წ. დროშის გამომზეურება თუ სხვადასხვა სიმბოლიკის შემცველი სტენდის აფიშირება. სოხუმის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენელი ქალბატონი მერცხულავა რუსეთის დელეგაციის წევრი გახლდათ და ის მხოლოდ ამ რანგში ესწრებოდა ღონისძიებას. მან პირადი ფოტოსურათები გადაიღო კონგრესის ბანერთან, რაც გახდა ოკუპირებული აფხაზეთის რეგიონის ღონისძიებაში ჩართულობის თაობაზე მცდარი საინფორმაციო კამპანიის წამოწყების საფუძველი” – განუცხადეს “აქცენტს” საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესისა და ინფორმაციის დეპარტამენტში.

როგორც უწყებაში აღნიშნავენ, მსოფლიო თანამეგობრობა და საერთაშორისო ორგანიზაციები, მათ შორის დუბაიში გამართული კონგრესის ორგანიზატორები ერთსულოვნად და მტკიცედ უჭერენ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობები ქვეყნის შესაბამის სახელმწიფო სტრუქტურებთან კოორდინირებულად, პერმანენტულად და ეფექტიანად მუშაობენ საერთაშორისო არენაზე არაღიარების პოლიტიკის შემდგომი განმტკიცებისა და კონსოლიდაციის მიმართულებით” – დასძენენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S