სოჭში პუტინმა, ალიევმა და პაშინიანმა სამმხრივი განცხადება მიიღეს

26-11-2021 22:04:47 კავკასია

სოჭში გამართულ სამმხრივ მოლაპარაკებებზე რუსეთის და აზერბაჯანის პრეზიენტებმა და სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ერთობლივი განცხადება მიიღეს, რომელშიც მხარეები 2020 წლის 9 ნოემბრის შეთანხმებისადმი ერთგულებას ადასტურებენ. უნდა აღინიშნოს, რომ პუნქტთან მიმართებაში, რომელიც იგივე სატრანსპორტო კავშირის განბლოკვას ეხება, ნიკოლ ფაშინიანს და ილამ ალიევს განსხვავებული ხედვები აქვთ. კერძოდ, ალიევი ცდილობს, სახმელეთო კავშირის დამყარებას ნახჩევანის რეგიონთან რომელთანაც სომხური სიუნიკის რეგიონი აშორებს და ამ დრომდე პაშინიანი არ ამჟღავნებდა მზაობას, მიეცა ბაქოსთვის საკუთარი ტერიტორიის გამოყენების ნებართვა.

გარდა ამისა, 26 ნოემბერს მიღებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე, უნდა მივიდეს პროცესი ორმხრივი კომისიის შექმნამდე რუსეთის დახმარებით. უნდა აღინიშოს, რომ საზღვარზე ვითარება პერიოდულად იძაბება, ხორცელდება ორმხრივი სროლები. მხარეებს შორის ყარაბაღის ომის მეორე ეპიზოდის შემდეგ ყველაზე მასშტაბური შეტაკება 16 ნოემბერს მოხდა.

„ჩვენ, სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი, აზერბაიჯანის რესპუბლიკის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი შევხვდით 2021 წლის 26 ნოემბერს სოჭში და განვიხილეთ 2020 წლის 9 ნოემბრის განცხადების შესრულების პროცესი მთიანი ყარაბაღის რეგიონის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის სრულად შეწყვეტისა და ყველა საომარი მოქმედებების თაობაზე, ისევე, როგორც 2021 წლის 11 იანვრის განცხადება, რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განბლოკვის შესახებ.

კიდევ ერთხელ დავადასტურეთ ჩვენი შემდგომი ვალდებულება 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის განცხადებების ყველა დებულების მკაცრი დაცვის თანმიმდევრული იმპლემენტაციის თაობაზე, სამხრეთ კავკასიის სტაბილურობის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკური განვითარების ინტერესებიდან გამომდინარე. შევთანხმდით, გავააქტიუროთ ერთობლივი ძალისხმევა, რომელიც მიმართულია 2020 წლის 9 ნოემბრისა და 2021 წლის 11 იანვრის განცხადებებიდან გამომდინარე დარჩენილი ამოცანების რაც შეიძლება ადრეულ გადაწყვეტაზე.

აღვნიშნეთ რუსეთის სამშვიდობო კონტიგენტის მნიშვნელოვანი წვლილი სიტუაციის სტაბილიზაციასა და რეგიონში უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

შევთანხმდით, რომ გადავდგათ ნაბიჯები აზერბაიჯან-სომხეთის საზღვარზე სტაბილურობისა და უსაფრთხოების დონის ასამაღლებლად და მივიყვანოთ საქმე აზერბაიჯანის რესპუბლიკასა და სომხეთის რესპუბლიკას შორის სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციის ორმხრივი კომისიის შექმნამდე, მისი შემდგომი დემარკაციით, მხარეთა თხოვნის საფუძველზე რუსეთის ფედერაციის საკონსულტაციო დახმარებით.

მაღალი შეფასება მივეცით სამმხრივი სამუშაო ჯგუფის საქმიანობას, რომელიც 2021 წლის 11 იანვრის განცხადების შესაბამისად შეიქმნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის, სომხეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის ვიცე-პრემიერების ერთობლივი თავმჯდომარეობით, რეგიონში ყველა ეკონომიკური და სატრანსპორტო კავშირის განსაბლოკად. ხაზგასმით აღვნიშნეთ, რომ საჭიროა, რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს კონკრეტული პროექტები რეგიონის ეკონომიკური პოტენციალის გასახსნელად“, – აღნიშნულია ერთობლივ განცხადებაში.

შეხვედრაზე პუტინმა ალიევს და ფაშინიანს მშვიდობის სიმბოლო – ზეთისხილი ტოტები აჩუქა.

ცნობისთვის: წელს ეს არის ალიევისა და ფაშინიანის რიგით მეორე პირისპირ შეხვედრა. მანამდე აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები პუტინის მონაწილეობით ერთმანეთს პირველად მიმდინარე წლის 11 იანვარს შეხვდნენ.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილხამ ალეივი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი 15 დეკემბერს, ბრიუსელში გამართული აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტის ფარგლებში, შეხვდებიან ერთმანეთს.

2020 წლის სექტემბერ-ოქტომბერში წარმოებული ომს მთიანი ყარაბაღის გარშემო სულ მცირე 6500 ადამიანი შეეწირა. კონფლიქტი დასრულდა რუსეთის შუამავლობით მიღწეული შეთანხმებით, რომელმაც ბაქოს კონტროლი გადასცა მთიანი ყარაბაღის ნაწილებზე და მიმდებარე ტერიტორიებზე, რომლებიც სომხებს ჰქონდათ დაკავებული. სამშვიდობო შეთანხმების პირობებით, არეალში განათავსეს 2000-მდე რუსი სამხედრო.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები