Accentnews.ge
თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა

29/11/2021 06:07:21 პოლიტიკა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლოსთან, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა გაიმართოს, სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზებაა

საპოლიციო ძალები სასამართლოს როგორც შიდა, ასევე გარე პერიმეტრზე არიან გადანაწილებული.

ამ ეტაპზე სასამართლოს ეზოში არც მედიის წარმომადგენლებს და არც მოქალაქეებს უშვებენ.

სასამართლოს გარე პერიმეტრზე იმყოფებიან მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერებიც.

პენიტენციური სამსახური ჯერ-ჯერობით არ აკონკრეტებს მიიყვანეს თუ არა საკაშვილი სასამართლოში.

შეგახსენებთ, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს 11:00 საათზე 7 ნოემბრის საქმესთან დაკავშირებით მიხეილ სააკაშვილის პროცესი იმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S