
გიგი უგულავა დააკავეს
29/11/2021 08:10:15 პოლიტიკა, სამართალი
ოპოზიციონერი გიგი უგულავა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმდებარე ტერიტორიიდან პოლიციის მანქანით გაიყვანეს.
როგორც შსს–ს წარმომადგენელმა გოგა მემანიშვილმა განაცხადა, ის პოლიციელის კანონისერი მოთხოვნის დაუმარორჩილებლობისთვისაა დაკავებული.
მანამდე უგულავასა და პოლიციის წარმომადგენლებს შორის რამდენიმეჯერ მოხდა ინციდენტი, მათ შორის, სიტყვიერ დაპირისპირებას ჰქონდა ადგილი აღმაშენებლის ხეივანზე.
ადგილზე პერიოდულად აკავებენ აქტივისტებს.