
პროკურატურამ სააკაშვილის საქმიდან გვარამიას აცილება მოითხოვა
29/11/2021 08:27:06 სამართალი
პროკურატურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ნიკა გვარამიას საქმიდან ჩამოცილებას ცდილობს. სახელმწიფო ბრალდებამ ადვოკატის აცილების შუამდგომლობა დააყენეს.
როგორც პროკურორმა განმარტა, საქმე 7 ნოემბრის ეპიზოდს ეხება, იმ პერიოდში ნიკა გვარამიას პოლიტიკური თანამდებობა ეკავა პროკურატურაში, მიმდინარე მოვლენებში პირადად იყო ჩართული და ჰქონდა საქმის მასალებზე წვდომა, ახლა კი მისი თქმით, დაუშვებელია ამავე საქმეზე მხარედ იყოს ჩართული.
გვარამია დაინტერესდა, თუ საქმის ფიგურანტი იყო, აქამდე რატომ არ დაიკითხა.
სასამართლომ შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
მანამდე სააკაშვილმა სასამართლო პროცესზე, რომელსაც პირველად ესწრება, განაცხადა, რომ არ აპირებს, „კომედიის ნაწილი“ იყოს.