„ლუარსაბის შემდეგ მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, რომელიც პატიმრობაში მოხვდა“

29-11-2021 15:34:09 ციტატა

„მე გავხდი საქართველოს პირველი მმართველი, ლუარსაბ მეფის შემდეგ, 400 წლის წინ იყო ეს ამბავი, რომელიც მოხვდა პატიმრობაში. ეს არის ყველაზე დიდი სირცხვილი ყველასი, ვინც ამაში მონაწილეობს. ეს არის ყველაზე დიდი დამცირება. ეს არის კლასიკური, რუსული კომბინაცია. მთელი მსოფლიო გაოგნებულია, რომ მე ამ შუშის მიღმა მოგმართავთ, იმის მაგივრად, რომ შემეძლოს ჩემს აშენებულ ქვეყანაში თქვენთან ერთად სიარული და თქვენთან ერთად მისი შემდგომი განვითარება“.

ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკუთარ სასამართლო პროცესზე განაცხადა, რომელსაც დღეს პირველად ესწრება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები