
სასამართლო მიხეილ სააკაშვილის გარეშე გაგრძელდება
29/11/2021 11:39:11 სამართალი
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მისივე სასამართლო პროცესს აღარ დაესწრება. აღნიშნული გადაწყვეტილება სააკაშვილმა მიიღო.
მანამდე ის სასამართლო სხდომაზე ვრცელი სიტყვით წარსდგა. სიტყვა ბრალდების მხარემ რამდენჯერმე შეაწყვეტინა, თუმცა მოსამართლეებმა მას განცხადების გაკეთების უფლება მისცეს.
სააკაშვილი თითქმის 1 საათის განმავლობაში მიმართავდა აუდიტორიას: გააკეთა პოლიტიკური შეფასებები, მიმართა საზოგადოებას და აქტიურობისკენ მოუწოდა, ამასთან, ისაუბრა უშუალოდ 7 ნოემბრის საქმეზე, რომელზეც სასამართლო ამჟამად მსჯელობს.