Accentnews.ge
სააკაშვილს სატელეფონო კომუნიკაციაზე დაწესებული შეზღუდვა არ მოუხსნეს

სააკაშვილს სატელეფონო კომუნიკაციაზე დაწესებული შეზღუდვა არ მოუხსნეს

29/11/2021 13:33:20 სამართალი

ექს–პრეზიდენტის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, მიხეილ სააკაშვილს ზარების განხორციელების უფლება არ აღუდგინეს.

"დღეს იყო ისტორიული პროცესი, თუმცა ეს ფურცელი საქართველოს ისტორიაში სამწუხაროდ ჩაიწერება, როგორც ღალატის კიდევ ერთი ფურცელი. საქართველოს მესამე პრეზიდენტის ამ ფორმით წარმოდგენა და გასამართლება ეს არის ქართული ისტორიის სირცხვილი. დღესაც არ მიეცა შესაძლებლობა სატელეფონო საუბრების უფლება აღედგინა. ათასობით სხვა პატიმრობაში მყოფ ადამიანს შეუძლია, რომ დარეკოს, სააკაშვილს არ შეუძლია. ხელუსუფლების ამოცანაა სააკაშვილის იზოლაცია. დღესაც სააკაშვილი აქ რომ მოიყვანეს, ხელისუფლებაზე იყო ძალიან დიდი საერთაშორისო წნეხი და მოუწია სააკაშვილის პროცესზე მოეყვანა, თორემ თითს თითზე არ დააკარებდა სასამართლო, რომ ის მოეყვანათ", - განაცხადა ბასილაიამ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. პროცესს თავად სააკაშვილიც ესწრებოდა. განხილვა 7 ნოემბრის საქმეს ეხებოდა. შემდეგი პროცესი 23 დეკემბერს გაიმართება.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S