Accentnews.ge
პროკურორი: „მიხეილ სააკაშვილმა პროცესი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა“

პროკურორი: „მიხეილ სააკაშვილმა პროცესი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა“

29/11/2021 15:37:16 სამართალი

პროკურორ ჯარჯი წიკლაურის შეფასებით, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა „7 ნოემბრის“ საქმეზე გამართული სასამართლო პროცესი პოლიტიკურ ტრიბუნად გამოიყენა.

„თითქმის ორი თვით განმავლობაში ადვოკატების, თავად ბრალდებულ მიხეილ სააკაშვილის დაჟინებული განცხადებები იმის თაობაზე, რომ მას არ ეძლეოდა სასამართლო პროცესებში მონაწილეობის უფლება, მას არ ჰქონდა თითქოს შესაძლებლობა მართლმსაჯულების პროცესში მიეღო მონაწილეობა, ამის საპასუხოდ მინდა განვაცხადო: დღეს რა ვიხილეთ, ნაცვლად იმისა, რომ ბრალდებულს მიეღო მონაწილეობა მტკიცებულებათა გამოკვლევაში და გაეცა პასუხები კონკრეტულ შეკითხვებზე, „7 ნოემბრის საქმეზე“, მათ სასამართლო გამოიყენეს, როგორც პოლიტიკური ტრიბუნა და მხოლოდ პოლიტიკური ლოზუნგებისთვის, ფაქტობრივად, აქციეს სასამართლოს სხდომა.

ჩვენ მზად ვიყავით წარმოგვედგინა მტკიცებულებები, უტყუარი ფაქტები 7 ნოემბრის დარბევაზე, პატარკაციშვილების ოჯახისათვის დანაშაულებრივად ქონების წართმევაზე, ყველა ეს შეკითხვა ჩვენ გვაქვს მიხეილ სააკაშვილთან და ნაცვლად იმისა, რომ ამ შეკითხვებს გასცემოდა პასუხი, მათ მხოლოდ პოლიტიკური გამოსვლისთვის გამოიყენეს მთელი სხდომა“, - თქვა ჯარჯი წიკლაურმა.

ამასთან, სახელმწიფო მბრალდებელმა შეაფასა სხვა საქმეებთან დაკავშირებით სააკაშვილის მიერ გაკეთებული განცხადებები:

„მან [მიხეილ სააკაშვილმა] განაცხადა, რომ „7 ნოემბრის საქმე“ მასთან არ არის კავშირში და თითქოს ივანე მერაბიშვილმა დაარბია მშვიდობიანი აქციის მონაწილეები. მან, რაც ყველაზე ხაზგასასმელია, 28 წლის სანდრო გირგვლიანის წამებით მკვლელობას უწოდა „პიარული“ და მოგონილი საქმე, მაშინ, როდესაც უტყუარი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ მან პირადად ხელი დააფარა ამ უმძიმესი დანაშაულის დამკვეთებს და ამ დანაშაულის ორგანიზატორებს. ამ ხელის დაფარებისთვის არის ის მსჯავრდებული და არა ცალკე აღებული შეწყალებისთვის“.

პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მასზე და მის კოლეგებზე, როგორი დისკრედიტაციის მცდელობა ან შეურაცხყოფა არ უნდა იყოს, ეს მათ ვერ დააბრკოლებს, რომ ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანენ და მიხეილ სააკაშვილს მოუწევს პასუხი გასცეს შეკითხვებს 7 ნოემბრის დარბევაზე, ჯარის გამოყვანაზე, რომელიც, პროკურორის თქმით, პირადად მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება იყო იმ დღეს.

29 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში გაგრძელდა 2007 წლის 7 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლის და ტელეკომპანია „იმედში“ სპეცრაზმის შეჭრის საქმის განხილვა. სხდომას პირველად დაესწრო ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი და მან სასამართლოს ვრცელი სიტყვით მიმართა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S