Accentnews.ge
IPSOS-ის კვლევა – ყველაზე პოზიტიური პოლიტიკოსები საქართველოში

IPSOS-ის კვლევა – ყველაზე პოზიტიური პოლიტიკოსები საქართველოში

17/05/2019 08:16:02 პოლიტიკა, საშინაო პოლიტიკა

საერთაშორისო კვლევითი ორგანიზაცია IPSOS-ის მიერ ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების მიხედვით, რესპოდენტთა ყველაზე დიდი ნაწილს (28%) პოზიტიური დამოკიდებულება აქვს თბილისის მერს კახა კალაძის მიმართ. მეორე ადგილს 25%-ით ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი იკავებს, მესამეს – შს მინისტრი გიორგი გახარია 25%-ით. შემდეგ ადგილს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძეს იკავებს 22%–ით. მოქმედი პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს პოზიტიურად აფასებს 18%, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეს კი – 14%.

ამასთან,  კვლევის თანახმად, მმართველი პარტია „ ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილის როლს საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში ძალიან უარყოფითად რესპონდენტთა 33% აფასებს, დადებითად კი გამოკითხულთა მხოლოდ 8%.

IPSOS–მა კვლევა “რუსთავი 2”-ის დაკვეთით ჩაატარა. 

აღნიშნულ კომპანიას, სასამართლო რეფორმის შესახებ კვლევა იუსტიციის სამინისტრომაც დაუკვეთა. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S