აზერბაიჯანში სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა, არის მსხვერპლი

30-11-2021 14:01:58 კავკასია

დღეს დილით აზერბაიჯანში სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის კუთვნილი სამხედრო ვერტმფრენი ჩამოვარდა.

სამხედრო უწყებისა და გენერალური პროკურატურის ერთობლივი განცხადების თანახმად, ინციდენტი ადგილობრივი დროით 10:40 სთ-ზე, ვერტმფრენის მიერ "გარაგეიბათის" პოლიგონზე საწვრთნელი ფრენის შესრულებისას მოხდა.

მომხდარს 14 ადამიანი ემსხვერპლა. ცნობილია, რომ ორი პირი გადარჩა და ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

ავიაკატასტფორის ადგილზე ორივე უწყების ხელმძღვანელობა იმყოფება, მიმდინარეობს ერთობლივი გამოძიება.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები