Accentnews.ge
ცხინვალის რეგიონში კვლავ "ღორის ჭირმა" იფეთქა

ცხინვალის რეგიონში კვლავ "ღორის ჭირმა" იფეთქა

30/11/2021 10:28:42 კონფლიქტები

ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში კვლავ "ღორის ჭირმა" იფეთქა. სამ სოფელში 30-ზე მეტი თავი პირუტყვია დაცემული, - იუწყება დე ფაქტო სოფლის მეურნეობის სამინისტრო.

"ღორის ჭირის" შემთხვევები გამოვლენილია, კერძოდ, ჯავის, ცხინვალისა და ზნაურის რაიონებში.

"შესაბამისი სამსახურები ყველა საჭირო ზომას იღებენ დაავადების გავრცელების შესაჩერებლად. შემოღებულია მთელი რიგი შეზღუდვები, რომლებიც ვითარების დასტაბილურებამდე შენარჩუნდება.

პარალელურად, დე ფაქტო უწყების ცნობით, "ეკოლოგიის კომიტეტი" ატარებს ღონისძიებებს გარეული ტახის პოპულაციის შესამცირებლად, "ვინაიდან სწორედ ტახი წარმოადგენს "ღორის ჭირის" გავრცელების ერთ-ერთ მთავარ წყაროს".

ცნობისთვის: მიმდინარე წლის ივლისში "ღორის ჭირი" გამოვლენილი იყო ცხინვალისა და ახალგორის რაიონების მთელ რიგ სოფლებში.

წარსულში დე ფაქტო ხელისუფლებას არაერთხელ გაუვრცელებია დეზინფორმაცია ამ და სხვა დაავადებების თბილისის ლუგარის სახელობის ლაბორატორიასთან ვითომდა "კავშირის" თაობაზე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S