Accentnews.ge
«Россия 24»: საქართველოს რუსული «Интер РАО»-სთვის 80 მლნ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს

«Россия 24»: საქართველოს რუსული «Интер РАО»-სთვის 80 მლნ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს

30/11/2021 10:59:03 ეკონომიკა

რუსულ ტელეარხ «Россия 24»-ის ინფორმაციით, დასმულია წერტილი მრავალწლიან ენერგოდავაში რუსულ სახელმწიფო კომპანია «Интер РАО»-სა და საქართველოს მთავრობას შორის: სტოკჰოლმის არბიტრაჟმა რუსულ კომპანიას დაუჭირა მხარი და თბილისს მისთვის 80 მლნ დოლარზე მეტის გადახდა მოუწევს, თუმცა მომავალი წლის მარტამდე საკომპენსაციო თანხა კიდევ გადაიხედება და შესაძლოა, 100 მლნ-საც გადააჭარბოს.

"მომჩივანის მიერ კომპენსაციის მიღების უფლება დაადასტურა სამმა ავტორიტეტულმა არბიტრმა კანადიდან, აშშ-დან და ბრიტანეთიდან. თუ საქართველო რუსული მხარის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს, შესაძლოა, დაყადაღდეს მისი ანგარიშები ან ქონება უცხოეთში», – იუწყება «Россия 24».

საქართველოს შესაბამის უწყებებს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუვრცელებიათ.

2017 წელს საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინეს "Интер РАО"-ს ნიდერლანდებში რეგისტრირებულმა შვილობილმა კომპანია Gardabani Holdings-მა, რომელიც ორი ქართული ჰესის - «ხრამი-1»-ისა და «Храми-2»-ის მფლობელია, ასევე Silk Road Holdings-მა, რომელსაც კომპანია "თელასის" აქციების 75% ეკუთვნის და თბილისს ემსახურება. მოსარჩელეები საქართველოსგან იმ ზარალის კომპენსირებას ითხოვდნენ, რომელიც ლარის დევალვაციას უკავშირდება.

როგორც რუსულ კომპანიაში აღნიშნავდნენ, საქართველოს ხელისუფლების მიერ 2014 წლიდან მიღებული მთელი რიგი ზომები მათ ინვესტიციებზე ნეგატიურად აისახებოდა. კერძოდ, ენერგეტიკის მარეგულირებელმა კომისიამ 2014 წელს ელექტროენერგიის ტარიფის დადგენის იმგვარი მეთოდოლოგია ჩამოაყალიბა, რომელშიც არ იყო გათვალისწინებული ადგილობრივი ვალუტის გაუფასურებით გამოწვეული ზარალის ტარიფის შეცვლით კომპენსირების გარანტიები, ეს კი, თავის მხრივ, გათვალისწინებული იყო ქართული აქტივების ყიდვა-გაყიდვის შეთანხმებებსა და თანამშრომლობის შესახებ 2013 წელს ხელმოწერილ მემორანდუმში.

2016 წელს კომპანიამ საქართველოს ხელისუფლებას ტარიფების შეცვლის თხოვნით მიმართა, თუმცა უარი მიიღო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S