ლავროვი: "იმედია, უკრაინა სააკაშვილის 2008 წლის ყაიდის გზით არ წავა»
30/11/2021 12:36:12 პოლიტიკა
მოსკოვი იმედოვნებს, რომ უკრაინის ხელისუფლება "საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის 2008 წლის ყაიდის გზით არ წავა». ამის შესახებ პრეს-კონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
«იმედი მაქვს, კიევის ამჟამინდელი რეჟიმიც კი არ წავა სააკაშვილის 2008 წლის ყაიდის გზით», – განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.
მისივე მტკიცებით, "2008 წელს შექმნილი სიტუაცია წარმოადგენდა ნატო-ს ბუქარესტის სამიტის შედეგს, რომელზეც "ხანგრძლივი ტანჯვის" შემდეგ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა ჩაწერეს თავის დეკლარაციაში, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ში იქნებიან".
«საქართველოს იმჟამინდელი პრეზიდენტი მაშინვე აღიგზნო, მისთვის ეს მარტივია და დაიწყო აგრესიული სამხედრო მოქმედებები, საკუთარი მოქალაქეებისა და რუსი სამშვიდობოების დაბომბვა. უკრაინის იმჟამინდელ ხელისუფლებას მეტი გონიერება გააჩნდა და ამ უვარგის მაგალითს არ მიბაძა. კიევის ამჟამინდელი რეჟიმი კი ცოტა განსხვავებული თვისებების დემონსტირებას ახდენს, კერძოდ, დაქვემდებარებულია ცუდ ზეგავლენას, რომელსაც მასზე დასავლეთი ახდენს" - განაცხადა ლავროვმა.
მანამდე რუსეთის საგარეო დაზვერვის სამსახურმა განაცხადა, რომ "სადღეისოდ უკრაინაში არსებული ვითარება ჰგავს იმას, რაც საქართველოში 2008 წლის მოვლენებამდე შეინიშნებოდა".


