Accentnews.ge
კარასინი წუხს თბილისის მიერ «3+3» ფორმატში მონაწილეობის არსურვილის გამო

კარასინი წუხს თბილისის მიერ «3+3» ფორმატში მონაწილეობის არსურვილის გამო

30/11/2021 19:07:05 პოლიტიკა

რუსეთის ფერედაციის საბჭოს საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გრიგორი კარასინი წუხილს გამოთქვამს საქართველოს უარის გამო, ჩაერთოს რეგიონული თანამშრომლობის «3+3» (აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, რუსეთი, ირანი, თურქეთი) ფორმატის ფარგლებში დაგეგმილ პირველ შეხვედრაში.

«მიუხედავად ამისა, ჩვენ მზად ვართ, განვიხილოთ ყველა პრობლემური საკითხი და ვეძებოთ გამაერთიანებელი თემები, მათ შორის შევათანხმოთ ინტერესები ეკონომიკაში, ჰუმანიტარულ სფეროში, ყველა არსებული წინააღმდეგობის მიუხედავად», – განაცხადა კარასინმა რუსეთში შვეიცარიის ელჩ კრისტინა მარტი ლანგთან შეხვედრისას.

ცნობისთვის: საქართველო «3+3» ფორმატში მონაწილეობაზე მასში რუსეთის ჩართულობის გამო აცხადებს უარს.

ერევნის პოზიცია ამ დრომდე უცნობია. თუ ადრე გაკეთებული განცხადებებით ვიმსჯელებთ, სომხეთს ამ ფორმატში მონაწილეობაზე პრინციპულად უარი არ უთქვამს, თუმცა კატეგორიული წინააღმდეგია იმის, რომ მის ფარგლებში ყარაბაღის საკითხი განიხილებოდეს, რომელსაც ის ეუთო-ს მინსკის ჯგუფის პრეროგატივად მიიჩნევს.

ყველა დანარჩენმა მონაწილემ თანხმობა უკვე განაცხადა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S