Accentnews.ge
თბილისში "აიპლიუსის" მაღაზია გაქურდეს

თბილისში "აიპლიუსის" მაღაზია გაქურდეს

01/12/2021 07:23:40 სამართალი

თბილისში, პეკინის ქუჩაზე მდებარე "აიპლიუსის" მაღაზია გაქურდეს. შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა.

სავარაუდო დამნაშავეებმა მაღაზიის კარზე დამაგრებული სპეციალური მოწყობილობით გადაჭრეს. "აიპლიუსის" წარმომადგენელი "ფორმულასთან" საუბრისას ყვება, წაღებულია დაახლოებით 10 მობილური ტელეფონი. მისივე თქმით, ჯერ ზარალი სრულად დათვლილი არ არის.

"როგორც ყოველთვის გაიტანეს დაახლოებით 10 ცალი აიფონი. საჩვენებელი მოდელები რაც იყო დახლზე, ყველაფერი გაიტანეს. ეს დაახლოებით მე-10 შემთხვევაა ჩვენს მაღაზიაზე, მე რასაც შევსწრებივარ. ამისთვის დავამონტაჟეთ სპეციალური ჟალუზები, მაგრამ სამწუხაროდ ამ შემთხვევაში ამანაც ვერ დაგვიცვა", - აცხადებს ანა ხუჯაძე.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S