
რუსთავში, საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა
01/12/2021 07:26:01 სამართალი
რუსთავში, მე-12 მიკრორაიონში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მეოთხე სართულიდან 12 წლის გოგონა გადმოვარდა. შემთხვევა გუშინ ღამით მოხდა.
არსებული ინფორმაციით, გოგონა აივანზე იყო გასული და სარეცხს ფენდა. დაცემის შედეგად, მან გარკვეული დაზიანებები მიიღო, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ, კონტაქტურ მდგომარეობაში კლინიკა „რუსთავში" მიიყვანა.
12 წლის მოზარდს ჩაუტარდა კვლევები და ამჟამად იგი იაშვილის სახელობის ბავშვთა კლინიკაში გადაიყვანეს.