
გიგი უგულავა 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა
01/12/2021 10:42:59 პოლიტიკა, სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გიგი უგულავა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნო და 3000-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გათავისუფლდა.
დღევანდელ პროცესზე ორი სამართალდამცველი დაიკითნენ, რომელთა განცხადებით, უგულავას დაკავებაში მონაწილეობდნენ. სამართალდამცველების თქმით, უგულავამ მათ „ძაღლები” უწოდა და გზის გათავისუფლებასთან დაკავშირებით კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა. უგულავას თქმით კი, სამართალდამცველებისთვის პიროვნული შეურაცხყოფა არ მიუყენებია.
ცნობისთვის:გიგი უგულავა სამართალდამცველებმა თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დააკავეს. ის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით იყო დაკავებული, რაც პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.