
ე.წ. "სამხრეთ ოსეთის" საგარეო საქმეთა "მინისტრი" ამჯერად თურქეთს სტუმრობს
01/12/2021 12:53:24 კონფლიქტები
ცხინვალის ოკუპირებული რეგიონის დე ფაქტო საგარეო უწყების ხელმძღვანელი დიმიტრი მედოევი, რომელმაც ახლახანს იტალიაში "სამუშაო ვიზიტი" დაასრულა, ამჯერად თურქეთს სტუმრობს.
ოსური დე ფაქტო უწყების პრეს-სამსახურის ინფორმაციით, "ვიზიტი" თურქეთის ოსური თემის ხელმძღვანელობის მიწვევით იმართება და მის ფარგლებში რიგი შეხვედრებია დაგეგმილი, რომლებზეც, მათ შორის, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის საკითხები განიხილება.
ცნობისთვის: ახლახანს თურქეთს აფხაზური დელეგაციაც სტუმრობდა "პარლამენტის თავმჯდომარისა" და რიგი "დეპუტატების" შემადგენლობით.