Accentnews.ge
საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ვანელის მიმდებარედ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ვანელის მიმდებარედ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

01/12/2021 13:30:36 კონფლიქტები

სუს–ის ცნობით, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა სოფელ ვანელის მიმდებარედ საქართველოს კიდევ ერთი მოქალაქე დააკავეს

მიმდინარე წლის 1 დეკემბერს, ოკუპირებულ სოფელ ვანელის მიმდებარედ, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, უკანონოდ დააკავეს საქართველოს ერთი მოქალაქე. უკანონო დაკავების ფაქტზე, მყისიერად გააქტიურდა „ცხელი ხაზი“ და მოხდა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმირება. მომხდარის შესახებ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს. ამოქმედებულია ყველა არსებული ბერკეტი და საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად მიმდინარეობს მუშაობა უკანონო პატიმრობაში მყოფი პირის გათავისუფლების მიზნით. საოკუპაციო ძალების მიერ განხორციელებული უკანონო დაკავებები აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და უკიდურესად ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას", – აცხადებენ სუს–ში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S