მიუნხენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის აფეთქებამ რკინიგზის პარალიზება გამოიწვია, არიან დშავებულები

01-12-2021 18:25:15 ევროპა

მიუნხენში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი აფეთქდა, რა დროსაც სამი ადამიანი დაშავდა.

როგორც BBC წერს, აფეთქება რკინიგზის სადგურის სამშენებლო მოედანზე, მთავარ სადგურთან ახლოს, დონერსბერგის ხიდთან ბურღვითი სამუშაოების დროს მოხდა.

შემთხვევის შედეგად მიუნხენის დიდ ნაწილში სარკინიგზო მიმოსვლა შეჩერდა.

მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი აუფეთქებელი ბომბები გერმანიაში ხშირად ჩნდება, რასაც მასობრივი ევაკუაცია მოჰყვება ხოლმე. ძირითად შემთხვევაში ექსპერტები ბომბის განმუხტვას გართულებების გარეშე ახერხებენ.

2017 წელს ფრანკფურტში 70 ათასზე მეტი ადამიანი იძულებული იყო სახლი დაეტოვებინა, რადგან მეორე მსოფლიო ომიდან შემორჩენილი 1,4-ტონიანი ბრიტანული ბომბი აღმოაჩინეს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები