Accentnews.ge
"ძალიან სასაცილო საქმეა, რაზეა საუბარი? კაჩინსკის ყვავილები, ასეთ რაღაცებზეა მიშას მიმართ საქმე აღძრული"

"ძალიან სასაცილო საქმეა, რაზეა საუბარი? კაჩინსკის ყვავილები, ასეთ რაღაცებზეა მიშას მიმართ საქმე აღძრული"

02/12/2021 07:09:44 სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას განცხადებით, საქალაქო სასამართლოში დღეს ჩანიშნული მისი შვილის საქმე "ძალიან სასაცილოა".

„სასაცილოა ეს საქმე, რადგან ყველა პრეზიდენტს, ყველა მაღალი თანამდებობის პირს ეკუთვნის, რომ ჰქონდეს რაღაც, რასაც ახმარს ამ საქმიანიანობას. რაზეა საუბარი, კაჩინსკის ყვავილებზე, ვაცლავ ჰაველის ყვავილებზე. ასეთ რაღაცებზეა საქმე აღძრული. რა უნდა ილაპარაკო ამაზე. დღეს დავესწრები პროცესს“, – განაცხადა ალასანიამ.

ცნობისთვის: თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს გაიმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S