
მოსამართლე კოჭლამაზაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" სააკაშვილის სასამართლოს პირდაპირი ტრანსლირების უფლება მისცა
02/12/2021 07:13:08 პოლიტიკა, სამართალი
მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილმა "საზოგადოებრივ მაუწყებელს" ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესის პირდაპირი ტრანსლირების უფლება მისცა.
ცნობისთვის: თანხების გაფლანგვის საქმეზე, რომელზეც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია ბრალდებული, სხდომა თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს იმართება. როგორც მისმა ადვოკატმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი დღევანდელ პროცესზე წარმოთქვამს სიტყვას, რომლითაც ფარდა აეხდება პოლიტიკურ ბრალდებებს.