Accentnews.ge
სააკაშვილის ადვოკატები პროკურორ გიორგი მუჯირის აცილებას მოითხოვენ

სააკაშვილის ადვოკატები პროკურორ გიორგი მუჯირის აცილებას მოითხოვენ

02/12/2021 08:30:29 სამართალი

ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები ე.წ პიჯაკების საქმის სასამართლო სხდომაზე პროკურორ გიორგი მუჯირის აცილებას ითხოვენ.

აღნიშნული შუამდგომლობის არგუმენტად მედიაში გავრცელებული ის ინტერვიუ დასახელდა, რომელშიც გიორგი მუჯირი საქმის დეტალებზე და გარემოებებზე საუბრობდა. ადვოკატ გვარამიას განცხადებით, მუჯირის განცხადებები პოლიტიკურად მოტივირებული იყო:

„ვფიქრობ, ეს განცხადებები ბრალდებას არ შეეხება, პოლიტიკური შინაარსისაა, ვინაიდან ხდება პოლიტიკურ კონტექსტში შეფასება და აქედან გამომდინარე გადადის საქმის მასალებზე, ეს არის პოლიტიკური და მორალური შეფასება მიხეილ სააკაშვილის, რისი უფლებაც ბრალდების მხარეს, კონკრეტულად მუჯირს, არ გააჩნია და ამიტომ ვითხოვ აღნიშნული პროცესიდან მის აცილებას“.

პროკურორ გიორგი მუჯირის განცხადებით, ბრალდების მხარეს სურს, "აღქმა გააჩინოს, რომ მხოლოდ პიჯაკებზე და სამგლოვიარო თაიგულის გამო სამართლდება სააკაშვილი":

"მათ დისკომფორტს უქმნის საქმეში ის უამრავი დანახარჯი, რაც არსებობს. ფაქტია, რომ საჯარო ინტერესი არის დიდი. ჩვენ გვიწევს განმარტებების გაკეთება და ჩემი მხრიდან რომ საქმის მასალებიდან მოხდა ფაქტის დემონსტრირება, რომ 26 მაისის შემდეგ რამდენიმე თვეში ვიზიტიც არ ჰქონდა და იღებდა ფუფუნების საგნებს, ეს თუ მორალურად უქმნით დისკომფორტს, ეს არ ნიშნავს, რომ მე უნდა ამეკრძალოს, დავასახელო ეს ფაქტები. ეს არ არის ის, რომ ჩემი განცხადებები მოტივირებულია პოლიტიკურად. საზოგადოებამ უნდა იცოდეს, რეალურად რატომ სამართლდება მიხეილ სააკაშვილი და არა პიჯაკები, რაც მთლიანი თანხის 0.5%–ია“.

სასამართლო ცოტა ხნის წინ დაიწყო და ხმაურისა და მხარეების კამათის ფონზე მიმდინარეობს, რის გამოც მოსამართლემ მხარეებს მოუწოდა კორექტულობისა და წესების დაცვისკენ, წინააღმდეგ შემთხვევაში, აღნიშნა, რომ გამოიყენებს კანონით გათვალისწინებულ ზომებს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S