Accentnews.ge
"დილის 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", იყო შეძახილეები "მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ" და დაიწყო კარებებმა ბრახუნი"

"დილის 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი", იყო შეძახილეები "მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ" და დაიწყო კარებებმა ბრახუნი"

02/12/2021 09:43:02 პოლიტიკა, სამართალი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ გლდანის ციხეში მის მიმართ წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას ჰქონდა ადგილი.

"როდესაც გონება დავკარგე და მეორე დილას ძაან ცუდად ვიყავი. ამას წინათ ერთ ერთმა მითხრა, რომ 2-3 დღე მქონდა დარჩენილი სიცოცხლის. დილის 7 საათზე მომიწყვეს "შუმოკი" თან როგორი? წინა "შუმოკები" იყო უბრალოდ დედის გინება, ხმაური, ახლა იყო "მოვდივართ, მოვდივართ, მოვდივართ" შეძახილეები, დაიწყო კარებებმა ბრახუნი, ბადრაგი არსად არ იყო და არც ერთი სამედიცინო პერსონალი არსად არ იყო და იყო სრული შთაბეჭდილება თითქმის ერთი საათის განმავლობაში, რომ ანგრევენ კარებს და შემოდიან. ეს იყო ხელოვნურად დადგმული, დაორგანიზებული​, ნაწილი იმ წამებისა რომელიც იქ ხდებოდა", განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა ე.წ. პიჯაკების საქმის სასამართლოს სხდომაზე.

სასამართლო პროცესი ხმაურის ფონზე მიმდინარეობს.

პროკურატურა საქართველოს მესამე პრეზიდენტს ადანაშაულებს დიდი ოდენობით საბიუჯეტო თანხის, დაახლოებით 9 მილიონი ლარის ჯგუფურად გაფლანგვაში. სააკაშვილი ბრალდებას აბსურდულს უწოდებს. მასთან ერთად ამ საქმეზე ბრალდებულია სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილი უფროსი თეიმურაზ ჯანაშია, რომელიც ბრალდებას ასევე, აბსურდულს უწოდებს და აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ საპრეზიდენტო უფლებამოსილების განხორციელებისა და წარმომადგენლობითი ხარჯებისთვის.

დაცვის მხარე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს ასამართლებენ ისეთი ხარჯებისთვის, როგორიცაა ვაცლავ ჰაველის საფლავზე თაიგულის მიტანა, ჯო ბაიდენის გამასპინძლება, საზღვარგარეთ ვიზიტებისას ჯავშნიანი ავტომანქანით სარგებლობა და სხვა მსგავსი ხარჯები.

პროკურატურა ამტკიცებს, რომ პრეზიდენტობის პერიოდში მიხეილ სააკაშვილი საბიუჯეტო თანხებს იყენებდა პირადი და უახლოესი გარემოცვის წარმომადგენელთა სხვადასხვა, მათ შორის საზღვარგარეთ კოსმეტიკური და გამაჯანსაღებელი პროცედურების ხარჯისთვისაც.

სააკაშვილის პროცესის პარალელურად, სასამართლოსთან მისი მხარდამჭერების აქცია მიმდინარეობს. სასამართლოსთან დამონტაჟებულია ეკრანი, რათა სააკაშვილის მხარდამჭერებმა თვალი ადევნონ პროცესს. სასამართლომ "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მისცა უფლება, პირდაპირი სიგნალი პროცესიდან გაუზიაროს სხვა მედიასაშუალებებსაც.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S