«საქართველოში უკვე იფეთქა»: ლავროვი ნატო-ს მოუწოდებს, "ცეცხლს არ ეთამაშოს"
02/12/2021 12:24:03 პოლიტიკა
მოსკოვი საქართველოსა და უკრაინის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ დაპირებას "ცეცხლთან თამაშად" აფასებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა უეთო-ს ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სტოკჰოლმის სხდომაზე განაცხადა.
ამასთან, მან "აღშფოთება" გამოხატა "უკრაინის სამხედრო გადაბერვის" გამო, რომელიც, მისი შეფასებით, "კონფლიქტის ძალისმიერი გზით გადაჭრის ილუზიის კულტივირებას ისახავს მიზნად".
«ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება იმის შესახებ, რომ უკრაინა და საქართველო ნატო-ს წევრები გახდებიან – ეს ევროპული უსაფრთხოების საძირკველში ჩადებული ნაღმია. ერთხელ უკვე იფეთქა - საქართველოში: 2008 წლის აგვისტოში, როცა ნატო-ური პერსპექტივით გამოწვეულ ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა გაბედა ავანტიურა, რომელმაც უმძიმესი შედეგები გამოიწვია თავად საქართველოსთვისაც და ამავე დროს უსაფრთხოების კუთხით ვითარება საშიშ ზღვრამდე მიიყვანა" - განაცხადა რუსეთის მთავარმა დიპლომატმა.
მისივე თქმით, "რუსეთის მეზობელი ქვეყნების გადაქცევა მოსკოვთან დაპირისპირების პლაცდარმად, ნატო-ს ძალების გაშლა რუსეთისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რაიონების უშუალო სიახლოვეს მოსკოვისთვის კატეგორიულად მიუღებელია".


