Accentnews.ge
მაკო გომური შსს-ს უჩივის და სარჩოს დაკისრებას ითხოვს

მაკო გომური შსს-ს უჩივის და სარჩოს დაკისრებას ითხოვს

02/12/2021 13:31:44 სამართალი

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" ინფორმაციით, მაკო გომურმა თბილისის საქალაქო სასამართლოში შინაგან საქმეთა სამინისტროს წინააღმდეგ სარჩელი წარადგინა. იგი სამინისტროსაგან ჯანმრთელობისათვის მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურებასა და შრომისუნარიანობის შემცირების გამო სარჩოს დაკისრებას ითხოვს.

მაკო გომური 2019 წლის 20-21 ივნისს განვითარებული მოვლენების შედეგად დაზარალდა. მას რეზინის ტყვია მოხვდა მარცხენა თვალში, რის შედეგადაც დაკარგა თვალი. ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, მას მიღებული აქვს სხეულის დაზიანება მძიმე ხარისხით, რამაც გამოიწვია საერთო შრომისუნარიანობის შემცირება.

გომურის ინტერესებს სასამართლოში "ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია" იცავს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S