Accentnews.ge
ასლან ბჟანიამ დე ფაქტო შს მინისტრი გადააყენა

ასლან ბჟანიამ დე ფაქტო შს მინისტრი გადააყენა

02/12/2021 15:07:54 კონფლიქტები

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერმა ასლან ბჟანიამ შს "მინისტრის" თანამდებობიდან გადააყენა დიმიტრი დბარი, რომელსაც სოხუმის სანაპიროზე თანამშრომლებთან ერთად ვეტერანების სასტიკად ცემის ცნობილი ინციდენტის შემდეგ აფხაზური საზოგადოების დიდი ნაწილი უპირისპირდებოდა.

ამასთანავე, ბჟანიას დბარი სრულად არ მოუშორებია - ამიერიდან იგი "დაცვის სახელმწიფო სამსახურს" უხელმძღვანელებს.

აღსანიშნავია, რომ დბარს ზურგს უმაგრებს კრიმინალური სანათესავო, რომელსაც აქტიური მონაწილეობა აქვს მიღებული თავის დროზე ასლან ბჟანიას "გაპრეზიდენტებაში". კრიმინალიტეტის ეს ნაწილი ზეგავლენას ახდებდა "პრეზიდენტზე" არაერთი მნიშვნელოვანი საკითხის გადაჭრისას, რაც პოლიტიკოსებისა და საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გაღიზიანებას იწვევდა.

30 ოქტომბერს სოხუმის სანაპიროზე ვეტერანების სასტიკად ცემის ფაქტი ბოლო წვეთად იქცა - და "პრეზიდენტს" დბარის გადაყენება მოსთხოვეს. თუმცა ასლან ბჟანიამ მას მხოლოდ დროებით - გამოძიების დასრულებამდე შეუჩერა უფლებამოსილება, ხოლო შემდეგ კვლავ აღადგინა თანამდებობაზე, რასაც საპროტესტო გამოსვლები და ახალი ოპოზიციური ერთობის ჩამოყალიბება მოჰყვა უკვე თავად ბჟანიას გადაყენების მოთხოვნით მოძრაობის წამოსაწყებად.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S