Accentnews.ge
"ქალბატონი კელი დეგნანი არ არის ექსპერტი"

"ქალბატონი კელი დეგნანი არ არის ექსპერტი"

02/12/2021 15:10:48 პოლიტიკა

ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ თავად არის კონსტიტუციური სამართლის სპეციალისტი, აშშ-ს ელჩი კი არა. ასე გამოეხმაურა იგი კელი დეგნანის განცხადებას საარჩევნო ბარიერის თაობაზე.

"მე ვარ ამ საქმის, უშუალოდ ამ სფეროს სპეციალისტი, რასაც კონსტიტუციური სამართალი ჰქვია და შემიძლია გითხრათ, რომ 2%-იანი ბარიერი - 2 % ან უფრო დაბალი მოქმედებს ევროკავშირის წევრ მხოლოდ ორ ქვეყანაში. არცერთ ამ ქვეყანაში არ ყალიბდება ტირანია. ამას გეუბნებით, როგორც ექსპერტი. რა თქმა უნდა, ქალბატონი კელი არ არის თვითონ ექსპერტი", – განაცხადა კობახიძემ.

რაც შეეხება პლურალიზმს და მრავალფეროვნებას, როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამას უზრუნველყოფს სწორედ პროპორციული საარჩევნო სისტემა, რომელიც საქართველოს ისტორიაში პირველად სწორედ „ქართულმა ოცნებამ“ დანერგა და ეს სისტემა 2024 წლიდან ამოქმედდება:

„ჩვენ გვაქვს სისტემა, რომელიც ამოქმედდება 2024 წელს, რომელიც საუკეთესო ევროპულ პრაქტიკასთან სრულ შესაბამისობაშია. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების უმეტესობაში, სადაც არის დადგენილი პროპორციული საარჩევნო სისტემა მოქმედებს სწორედ 5%-იანი საარჩევნო ბარიერი“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S