
სასამართლომ კოვიდ–გადატანილებისთვის უვადო "მწვანე პასპორტზე" საჩივარი არ დააკმაყოფილა
02/12/2021 15:14:17 სამართალი
თბილისის საქალაქო სასამართლომ კოვიდ–გადატანილებისთვის უვადო "მწვანე პასპორტის" მინიჭებაზე PHR-ის (პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის) საჩივარი არ დააკმაყოფილა.
ორგანიზაციის თქმით, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. მათი ცნობით, გადაწყვეტილებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ.
1 დეკემბრიდან საქართველოში "მწვანე პასპორტების კონფენცია" ამოქმედდა. გარკვეულ ობიექტებზე მხოლოდ კოვიდ–გადატანილებს, ვაქცინირებულებს ან გატესტილი ადამიანებს შეუძლიათ შესვლა.
აღსანიშნავია, რომ "მწვანე სტატუსი" უვადოდ ენიჭებათ მათ, ვინც პანდემიის რომელიმე ეტაპზე გადაიტანა კორონავირუსი.